ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 1
კი დაშავდა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, ორივე მათგანს შესაბამისი სამედიცინო
პროცედურები ჩაუტარდა, თუმცა ერთ-ერთის, სატვირთო ავტომობილის მძღოლის
მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. იგი კლინიკაში გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ შემოვლით გზაზე
მოხდა. ერთმანეთს სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ, ერთ-ერთი სატვირთო
ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოყირავდა.
მომხდარის გამო, ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.
ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის
სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც
სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.