დაბა ჩაქვში მომხდარი ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა.
მსუბუქი ავტომანქანა ბეტონის ჯებირს შეეჯახა.
შემთხვევა რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ 276 მუხლის
II ნაწილით მიმდინარეობს.