თურქეთის მეხანძრეებმა ტყის ხანძრების 71 კერიდან 57 ლოკალიზება
მოახერხეს.
ამის შესახებ სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა, ბექის
პაქდემირლიმ განაცხადა.
მისი თქმით, ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.
ტყის ხანძრები ანტალიის პროვინციის 42 რაიონში მძვინვარებს. აქედან
27-ში ევაკუაცია გამოცხადდა.
"ჯამში ხანძრები თურქეთის 21 პროვინციაშია დაფიქსირებული", -
განაცხადა ფაქდემირლიმ.
ტყის ხანძრების ერთ -ერთ მთავარ მიზეზად რეგიონში მაღალი
ტემპერატურასა და ძლიერ ქარს ასახელებენ, რაც ხანძრის გავრცელებას
უწყობს ხელს. თუმცა, ხელისუფლება ასევე არ გამორიცხავს ქურთისტანის
მუშათა პარტიის მხრიდან ცეცხლის განზრახ წაკიდებისა და საბოტაჟის
ვერსიას.