აზერბაიჯანული არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს - აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო
პირველ აგვისტოს დილის 03:45 საათზე, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ვედის რაიონის სოფელ არაზდაიენთან მდებარე პოზიციებიდან აზერბაიჯანულ არმიას ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის მიმართულებით ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაკარგი აზერბაიჯანული არმიის წიგებში არ არის და მოწინააღმდეგე საპასუხო ცეცხლით იქნა მოგერიებული.

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, ამ დროისთვის აღნიშნული მიმართულებით მდგომარეობა სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია