სომხეთში ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება
სომხეთის ახალი მოწვევის პარლამენტი დღეს პირველ სხდომას გამართავს. დეპუტატები თავმჯდომარეს, ვიცე-სპიკერებსა და მუდმივი კომისიების ხელმძღვანელებს აირჩევენ.

არჩევნებში გამარჯვებულ მმართველ პარტიას "სამოქალაქო შეთანხმება" აბსოლუტური უმრავლესობა აქვს. ფაშინიანის პარტიას 71 დეპუტატი წარმოადგენს. რობერტ ქოჩარიანის ნაციონალისტურმა ბლოკმა "სომხეთი" 29 ადგილი მიიღო, ხოლო სერჟ სარქისიანის ბლოკს "მაქვს პატივი" 7 მანდატი აქვს.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის პოსტზე, სავარაუდოდ, ისევ ნიკოლ ფაშინიანი იქნება წადგენილი.

პარლამენტის პირველ სხდომაზე ასევე იგეგმება მთავრობის სტრუქტურის ცვლილებების შესახებ კანონპროექტის განხილვა. კონკრეტულად რა ცვლილებები იგეგმება ამ მიმართულებით, ჯერჯერობით უცნობია.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია