ევროკავშირი თურქეთში სამ ვერტმფრენს გზავნის
თურქეთში მასშტაბური ტყის ხანძრების ქრობის პროცესში მონაწილეობის მისაღებად ევროკავშირის 3 ვერტმფრენს გზავნის. ინფორმაციას ამის შესახებ კრიზისის დარეგულირებისა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში ევროკომისარმა, იანეზ ლენარჩიჩმა "ტვიტერზე" დაწერა.

მისი თქმით, ევროკავშირი თურქეთს სოლიდარობას უცხადებს. მან სამი ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავის გაგზავნისთვის ხორვატიას და ესპანეთს მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, ევროპის ხელისუფლება თურქეთის ხელისუფლებასთან მუდმივ კავშირზეა.

"ჩვენ თურქ ხალხზე ვფიქრობთ, რომლებმაც თავისი ახლობლები დაკარგა, მამაც მაშველებზე, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა სასიკვდილო ხანძრებს ებრძოლონ. ჩვენ მზად ვართ, შემდგომი დახმარების აღმოსაჩენად",
- განაცხადა მან.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია