უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნეში მომხდარ უბედურ შემთხვევას 39 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მამაკაცს საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში სპეციალურ მოწყობილობაზე მდგარი მანქანა დაეცა. ის ავტომობილის შეკეთებას ცდილობდა.

კაცი სასწრაფო დახმარებამ „ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში გადაიყვანა, პაციენტს ჩაუტარდა ოპერაციაც, თუმცა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„შუა ხნის კაცს, თავის არეში, მკვრივი, ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა. თავი ასიმეტრიული იყო. სასწრაფოდ გაკეთდა ნეოროქირურგიული ოპერაცია, მაგრამ, მიუხედავად აქტიური ჩარევისა და რეანიმაციული ღონისძიებებისა, დაზიანება სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა“, - ამბობს ექიმი გელა ორველაშვილი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები