ახალგაზრდა ფეხბურთელი ტრაგიკულად გარდაიცვალა
„დინამო ბათუმის“ აკადემიის ფეხბურთელი ტრაგიკულად გარდაიცვალა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 17 წლის დიმა შიტაკაშვილი კლდიდან ზღვაში გადახტა, ქვაზე თავი დაარტყა და გარდაიცვალა. შემთხვევა სარფში მოხდა.

კლუბი ფეხბურთელის ოჯახსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს:

„დინამო ბათუმი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კლუბის აკადემიის ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელის - დიმა (კარაი) შიტაკაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობთ დიმას ოჯახსა და მეგობრებს“,
- აღნიშნავენ კლუბში.

წყარო: ინფო რუსთავი

Print