საქართველოში კორონავირუსის 1 655 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა
ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 286 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო
დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 23 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 661 ტესტი, მათ შორის ანტიგენის
სწრაფი ტესტით – 10 041, „პისიარ“ ტესტით – 10 620.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:
დღიური – 8,01%, ბოლო 14 დღის – 7,68%, ბოლო შვიდი დღის – 7,68%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 423 843 შემთხვევაა
გამოვლენილი, მათგან 386 998 გამოჯანმრთელდა, 5 876 კი,
გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 506 780 ადამიანი, დღიურად აცრილია 11 126.
კარანტინის რეჟიმშია 55, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 082 ადამიანი
გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 228 პირი.
ამასთან, პირველი აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის
2 654 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 319 პაციენტი,
გარდაიცვალა 33 ადამიანი.