მარნეულის მერია რუსთაველის ძეგლში 112 520 ლარს გადაიხდის
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია შოთა რუსთაველის ქანდაკების შესყიდვას და მონტაჟს 112 520 ლარად აპირებს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ძეგლის შეძენისათვის გამარტივებული შესყიდვის თაობაზე შეთანხმება უკვე გამოაქვეყნა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მთავრობის თანხმობაა საჭირო რათა გაფორმდეს გამარტივებული შესყიდვა.

შოთა რუსთაველის ძეგლს მარნეულის ბიბლიოთეკის წინ დადგამენ. ძეგლი 2021 წლის 20 ნოემბრამდე უნდა მოეწყოს, რადგან ამ დღეს მუნიციპალიტეტში ახლადდაწესებული დღესასწაული „შოთაობა“ გაიმართება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ „შოთაობის“ დღესასწაულის დაწესებას მხარი 2021 წლის 6 აგვისტოს დაუჭირა. დღესასწაულის დაწესების ინიციატივით საკრებულოს სხდომაზე მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსმა, ელგუჯა კუპატაძემ გამოიტანა და აღნიშნა, რომ „შოთაობის“ სახალხო დღესასწაული მუნიციპალიტეტში ყოველი წლის 20 ნოემბერს უნდა აღინიშნოს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები