დმანისში ოპოზიციის კანდიდატს და აქტივისტებს თავს დაესხნენ, არსებული ცნობით, დაჭრილია 2 პირი
დმანისში, სოფელ განთიადში მოქმედ მერს - გიორგი ტატუაშვილს, რომელიც ენმ-ის მერობის კანდიდატია, ასევე კახა ოქრიაშვილს და მათ მხარდამჭერებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
არსებული ინფორმაციით, დანით დაჭრილია ოპოზიციის 2 აქტივისტი.

კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, თავდამსხმელები ქართული ოცნების აქტივისტები იყვნენ.

ის კონკრეტულ სახელებსაც ახსენებს.

"სოფელ განთიადში, წინასაარჩევნო შეხვედრის დროს თავს დაესხნენ და დანით დაჭრეს ოპოზიციის აქტივისტები. თავდამსხმელები იგივე ადამიანები არიან, ვინც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავს გვესხმოდნენ მე და ჩემს მომხრეებს და ისინი უკვე არიან ნასამართლევი.

ეს ხალხია: ზურაბ ოკმელაშვილი, "ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ დაუთაშვილი და მისი ვაჟი, დავით დაუთაშვილი. ოპოზიციის ორივე მომხრე უკვე გადაყვანილია საავადმყოფოში. არსებობს ფაქტების დამადასტურებელი ვიდეო-ჩანაწერები.

მივმართავ შესაბამის უწყებებს - ველით დამნაშავეების დაკავებას და უსწრაფეს რეაგირებას". - ამბობს ის. 

წყარო: formulanews.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები