ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის
ვაქცინის გაფუჭების რისკი ქვეყანაში არ არსებობს. აღნიშნულ თემაზე
განმარტება ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ
გააკეთა.
„არანაირი რისკი იმის, რომ Pfizer-ი გაფუჭდეს, არ
არსებობს. Pfizer-ს ნოემბერში არ გასდის ვადა“, -
განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი შემცირდა და დაგეგმილი 30
000 აცრის ნაცვლად, დღიურად 7000-დან 14000-მდე მოქალაქე
იცრება.