ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს - გჯერა, რომ დმანისში ჩვენ დავჭერით საკუთარი აქტივისტები?! შენ ხარ უსინდისო!
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს უნამუსო და უსინდისო უწოდა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ირაკლი კობახიძე 2 ოქტომბერს შესაბამის პასუხს მიიღებს.

„გჯერა, რომ დმანისში ჩვენ დავჭერით საკუთარი აქტივისტები?! გჯერა?! შენ ხარ უსინდისო! 2 ოქტომბერს შესაბამის პასუხს მიიღებ. უნამუსო ბავშვო! ნაძირალა! მოდი, აქ! ძმრად გადენთ, ბიჭო! შენ ამ ქვეყნის მტერი ხარ, ბიძინა ივანიშვილის მონა ხარ, მაიმუნო, მოდი აქ, რისი თავი გაქვს“,
- მიმართა მელიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება ევროკავშირის ოფისთან მოხდა.კობახიძემ და მელიამ ერთმანეთს შეურაცხმყოფელი რეპლიკებითაც მიმართეს.

როდესაც ირაკლი კობახიძე მედიასთან კომენტარს აკეთებდა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრაზე მისულმა ნიკა მელიამ და ირაკლი კობახიძე დმანსში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარების გამო გააკრიტიკა, რასაც მოჰყვა ხმაური და დაპირისპირება. კობახიძემ მელიას მიმართა: "ნუ აწყობ პროვოკაციას".

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print