თიანეთში 70 წლამდე მამაკაცი მოკლეს. მოკლულს ჭრილობები ცივი იარაღით
აქვს მიყენებული. ის სოფელ ქვემო ალვანის მკვიდრია და თიანეთში
მწყემსად მუშაობდა.
სავარაუდო დამნაშავეც სოფელ ქვემო ალვანიდან არის.
ერთ-ერთი ვერსიით, შემთხვევამდე მხარეებს შორის სიტყვიერი
დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ახალგაზრდა მამაკაცმა თანასოფლელს
სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაკაცს,
რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. ის
პოლიციამ უკვე დააკავა.