კორონავირუსით 26 წლის კაცი გარდაიცვალა
თბილისში კორონავირუსით 26 წლის კაცი გარდაიცვალა. ინფორმაცია On.ge-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დაუდასტურეს. მათი განცხადებით, ის დედოფლისწყაროს ადგილობრივი კლინიკიდან თბილისში იყო გადმოყვანილი, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

24 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 698 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 910, ხოლო გარდაიცვალა — 38 ადამიანი.

წყარო: On
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია