24 სექტემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და
ნალექიანი ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +13, +18 გრადუსის ფარგლებში
იქნება. 25-26 სექტემბერს ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს
და დროგამოშვებით იწვიმებს. 27 სექტემბერს გამოიდარებს და +20, +25
გრადუსამდე დათბება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში 24 სექტემბერს
ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის
მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 15, +17, ხოლო 25-27
სექტემბერს შედარებით გამოიდარებს და +21, +23 გრადუსამდე
დათბება.