ავარია რუსთავი-თბილისის ავტობანზე [video]
ავარია რუსთავი-თბილისის ავტობანზე.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მაგისტრალის თბილისის მონაკვეთზე ერთმანეთს "მერსედესი"-ს მარკისა და "ფორდი"-ს მარკის მიკროავტობუსი შეეჯახნენ.

შეჯახების შედეგად მიკროავტობუსი მოსრიალდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადატრიალდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ავარიის შედეგად არიან დაშავებულები, პაციენტების გადაყვანა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში მოხერხდა.

დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას "ინფო რუსთავი" აზუსტებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია