გმირთა მოედანზე საპროტესტო აქციის დროს ერთი პირი დააკავეს
თბილისში, გმირთა მემორიალთან, საპროტესტო აქციის დროს ერთი პირი დააკავეს. დაკავებულია მოძრაობა „დევნილები დევნილებისთვის“ ხელმძღვანელი ირაკლი ტორუა.

სოხუმის დაცემის დღესთან დაკაშვირებით მოძრაობამ დღეს, 27 სექტემბერს, საპროტესტო აქცია გამართა. მემორიალთან დღეს მისულები იყვნენ მთავრობის წევრების წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა აფხაზეთის მთავრობის გადაყენება და დევნილთათვის სახელმწიფო დახმარების გაზრდაა.

დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეთა გადანაცვლება სცადა.

ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინსიტროში უთხრეს, რომ ერთი პირი გმირთა მემორიალთან ადმინსიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გარეკანი ფოტო: რუსთავი 2

წყარო: ნეტგაზეთი
Print