შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს
დაბადებული ლ.ჩ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1977 წელს დაბადებული დ.ქ.-ს
კუთვნილი ავტომობილის უკანა მინა ჩაამსხვრია, სხვადასხვა
ძვირადღირებული ნივთი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2
ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ქურდობას, რამაც
მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.