"ისინი ონლაინ სწავლებას ვერ მიეჩვიენ"
პირველიდან-მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები სკოლებში უნდა წავიდნენ, ისინი ონლაინ სწავლებას ვერ მიეჩვივნენ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ამისათვის ვაქცინაციაა აუცილებელი.

''სკოლები უნდა გაიხსნას ოქტომბრიდან, აუცილებელია, ბავშვებს განათლება ხომ სჭირდებათ, პირველი და მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები სკოლებში უნდა წავიდნენ, ისინი ონლაინ სწავლებას ვერ მიეჩვიენ. პრობლემებია, ამიტომ ყველას მოგიწოდებთ აიცრათ'' - ამბობს გამყრელიძე.

"დადებითობის მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით არაერთგვაროვანია, თუმცა განათლების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ და თითქმის დარწმუნებული ვართ, რომ სწავლა დათქმული თარიღის პერიოდისთვის დაიწყება'' - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრამდე საქართველოში სწავლა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები