საქართველოს მასშტაბით ონლაინსწავლების რეჟიმზე 28 977 მოსწავლეა
საქართველოს მასშტაბით ონლაინსწავლების რეჟიმზე 28 977 მოსწავლეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში“ (EMIS) განუცხადეს, ეს მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 4,6%-ია.

მათივე ინფორმაციით, გუშინ 18:00 საათის მდგომარეობით, ონლაინსწავლების რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნა 6533-მა მშობელმა დაწერა, ხოლო 1550-მა მოთხოვნა გააუქმა.

„რეგისტრაციის დაწყებისას ონლაინსწავლებაზე დარეგისტრირდა 23 994 ბავშვი. გუშინ 18:00 საათის მონაცემებით, სისტემაში რეგისტრირებულია ახალი 6533 განაცხადი და ონლაინსწავლებაზე უარი თქვა 1550-მა ბავშვმა. ამჟამად ონლაინსწავლების რეჟიმზე 28 977 მოსწავლეა.

ჯამში, მოსწავლეთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 624 000-ია“
, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ EMIS-ში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები