ბათუმში კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა, არიან დაშავებულები (VİDEO)
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 5-სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. არიან დაშავებულები. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.

ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ.

სამართალდამცავებმა ტერიტორია სპეციალური ლენტით შემოსაზღვრეს.


წყარო: batumelebi.netgazeti.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები