ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ბავშვი ამოიყვანეს
ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ბავშვი ამოიყვანეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი.

„მიმდინარეობს მუშაობა. ამ ეტაპზე უცნობია მსხვერპლის თაობაზე ინფორმაცია. ორი ბავშვია გადაყვანილი კლინიკაში. ახლა მიმდინარეობს დაზუსტება“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დღეს ჩამოინგრა. ამ დროისთვის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს და გადაიყვანეს კლინიკაში.

ამასთან, როგორც შსს-ში აცხადებენ, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და ზუსტდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

აჭარის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის განცხადებით, ადგილზე მიმდინარეობს ინტენსიური სამაშველო სამუშაოები, მეზობელი რეგიონებიდან კი, დამატებითი ძალები მობილიზდება.

Mənbə: Birinci Kanal
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები