30 წლიანი ლოდინის შემდეგ მარნეულში 31 დევნილ ოჯახს სახლები გადაეცა
მარნეულში 31 დევნილ ოჯახს სახლები გადაეცა. ეგრეწოდებულ ელევატორის დასახლებაში ახალი სოფელი ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ოფიციალურად გახსნეს. რიტა ბერიძე ერთ-ერთია იმ ოჯახებს შორის, რომელიც 30 წლის განმავლობაში საკუთარი სახლის მოლოდინში იყო.



„დადგა დრო, რომ მხოლოდ სამადლობელი სიტყვები გადავიხადოთ. მადლობა ყველას ვინც ჩართული იყო ამ საქმეში. განსაკუთრებული მადლობა გერმანიის სახელმწიფოს. დანიის ლტოლვილთა საბჭოს, რომელმაც ასეთი კარგი სახლები აგვიშენა - ჩვენი ჭერი გვაქვს. ალბათ ცხოვრებასაც ასე ბედნიერად და ხალისიანად გავაგრძელებთ
“ - ამბობს რიტა ბერიძე

უშუქობა, უწყლოობა, ბუნებრივი აირის უქონლობა, ახალ საცხოვრებელ ადგილთან შეგუება, ცხოვრებასთან ჭიდილი და ელემენტარული პირობების დაკმაყოფილება - ამ ყოფით პრობლემებზე ელევატორის დასახლებაში მცხოვრებლები უკვე წარსულში ლაპარაკობენ
ასეთ პირობებში ცხოვრობდნენ დევნილები


მოსახლეობასთან შეხვედრისას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ოჯახების დასაქმების ხელშეწყობაც.


„თქვენ იცით, რომ საქართველოს მასშტაბით, დევნლთა სამინისტრო ახორციელებს მრავლობით პროექტს როგორც განსახლების, ასევე დასაქქმების კუთხით. მარენეულში დევნილ მოსახლეობას გადავეცით 31 სახლი, რომელსაც აქვს ასევე საკუთარი მიწის ნაკვეთები და შესაბამისად, მათ შეუძლიათ სხვადასხვა სამეურნეო საქმიანობის განხორციელება. მათ გადაეცემათ სხვადასხვა სახის სახელობითი იარაღი, რომელიც ხელს უწყობს მათ შემდგომ დასაქმებასაც“

გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკის მთავრობამ იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით, საქართველოსთვის, გრანტის სახით, 10 მილიონი ევრო გამოჰყო, რომლის ფარგლებშიც დევნილებისთვის სახლები აშენდა. 8 ოქტომბერს გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა მარნეულში ვიზიტისას განაცხადა, მნიშვნელოვანია რომ დევნილ ოჯახებს სახლები საკუთრებაში ექნებათ და მათ მოვლაზე იზრუნებენ.



“გერმანია დიდი ხანია მუშაობს განვითარების კუთხით, საქართველოსთან თანამშრომლობს და ეს არის ერთ-ერთი პროექტი ამ მიმართულებაში. კიდევ მრავალი სახლი აშენდება საქართველოში დევნილებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს სახლები და მიწა, იქნება დევნილების საკუთრება და მნიშვნელოვანია რომ კარგად მოუვლიან და დიდი ხანი შეინარჩუნებენ გავიგე, რომ არის ინფრასტრუქტურული პრობლემები, მაგრამ უწყებები მუშაობენ ამ პრობლემბის მოსაგვარებლად“

მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაურ ტაბატაძემ აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ხელს შეუწყობს დევნილების საცხოვრებელი პირობების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.


„მოსახლეობამ მიიღო კომფორტული და ძალიან ლამაზი სახლები თავისი მიწის ნაკვეთებით. მარნეულის მერიამ მოაწესრიგა საგზაო ინფრასტრუქტურა. თუ კი რაიმე პრობლემა ექნებთ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია გვერდში დაუდგება ყოველთვის ჩვენს მოსახლეობას”

აღსანიშნავია, რომ პროექტი, დამატებით, დევნილი ოჯახების მიწის ნაკვეთებზე 200-ზე მეტი სახლის აშენებას, დევნილთა დასახლებებში 24 მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას, 8 ახალი საბავშვო ბაღის აშენებასა და 2 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები