საქართველოში გლოვის დღესთან დაკავშირებით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე
ადმინისტრაციულ შენობებთან და ყველა სამხედრო ბაზაზე სახელმწიფო
დროშები დაეშვა.
8 ოქტომბერს, ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის
დროს 9 პირი დაიღუპა, ხოლო ერთი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში
რჩება.