ავარია ჩაქვის გვირაბთან – დაიმტვრა 4 მანქანა
ჩაქვის გვირაბთან ტრაილერი ამოტრიალდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, ავარიის დროს დაახლოებით ოთხი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. არავინ დაღუპულა.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის 2 პირია კლინიკაში გადაყვანილი. „მიმდინარეობს მუშაობა“, – გვითხრეს სასწრაფოში, სადაც არ გამორიცხავენ, რომ დაშავებულთა რიცხვი გაიზარდოს.

შს სამინისტროში გვითხრეს, რომ დეტალებს არკვევენ.


წყარო: batumelebi.netgazeti.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები