საქართველოში კორონავირუსის 1 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 848 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 1 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 848 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 23 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 17 711 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 033, „პისიარ“ ტესტით – 6 678.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,64%, ბოლო 14 დღის – 6,25%, ბოლო 7 დღის – 7,6%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 635 583 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 602 372 გამოჯანმრთელდა, 9 269 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 874 845 აცრა, დღიურად აცრილია 3 442.

კარანტინის რეჟიმშია 71, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 514 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 703 პირი.

ამასთან, 10 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 490 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 056 პაციენტი, გარდაიცვალა 25 პაციენტი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია