რუსეთში კატასტროფა განიცადა თვითმფრინავმა, რომელშიც პარაშუტისტები იმყოფებოდნენ
თათარსტანში, ქალაქ მენზელსინსკის მახლობლად, ჩამოვარდა L-410 თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც სავარაუდოდ 20-ზე მეტი პარაშუტისტი იყო.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, სულ მცირე შვიდი მათგანი ცოცხალია. სააგენტო "ინტერფაქსი" ადრე იტყობინებოდა 19 დაღუპულისა და სამი გადარჩენილის შესახებ.

საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, თვითმფრინავი რადარის ეკრანიდან გაქრა კვირა დილით. მფრინავების გარდა, ბორტზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი საფრენი კლუბის წევრები, რომლებიც პარაშუტით გადმოხტომას აპირებდნენ.

კატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. "ინტერფაქსის" წყაროები იუწყებიან, რომ თვითმფრინავი აეროდრომიდან აფრენისთანავე ჩამოვარდა.

ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთში რამდენიმე მცირე ზომის თვითმფრინავმა განიცადა კატასტროფა. ამავე ტიპის, L -410 თვითმფრინავი ჩამოვარდა სექტემბერში ირკუტსკში, ივლისში კი კემეროვოს მახლობლად.

წყარო: radiotavisupleba.ge
https://t.me/bazabazon/8379
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია