თურქეთის საგარეო უწყება - ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ ბათუმში შენობის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახებსა და მეგობარი საქართველოს მოსახლეობას
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბათუმში საცხოვრებელ კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ადამიანების გარდაცვალების გამო საქართველოს მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო უწყება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ ბათუმში შენობის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების ოჯახებსა და მეგობარი საქართველოს მოსახლეობას. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები