აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის რელიგიური ლიდერების შეხვედრა
მოსკოვში გაიმართება. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მისი ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ: კავკასიის მუსლიმთა
სამმართველოს თავმჯდომარე შეიხ ულ ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადე, ოსკოვისა
და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი და სომეხთა კათალიკოსი გარეგინ
II.
შეხვედრა რუსული მხარის ინიციატივით გაიმართება.