აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
სამწუხაროდ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანის წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიაზე უარს არ ამბობს. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ მსგავს ბრალდებებს. 44-დღიანი ომის დროს ჩვენ ვაცხადებდით და ახლა კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ იმას, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ ყოფილა ტერორისტები, როგორც ამის შესახებ ამბობენ. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ლეილა აბდულაევამ განაცხადა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ის გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერვიუს, რომელშიც მან აზერბაიჯანი აღნიშნა.

აბდულაევას თქმით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რომელიც ტერორიზმის მსხვერპლი იყო, ტერორისტების ადგილი არ არის და არც არასოდეს ყოფილა.

"აზერბაიჯანმა თავისი ტერიტორიები ოკუპაციისაგან მისი ჯარისკაცების სისხლისა და სიცოცხლის, ბრძოლაში დაღუპული შეჰიდების ფასად გაათავისუფლა. როგორც პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აღნიშნა, აზერბაიჯანის 100 000-იან არმიას დაქირავებული მებრძოლები არ სჭირდება.

გასაოცარია, რომ ომის დროს ირანის მხრიდან მსგავსი ბრალდებები არ ისმოდა და ქვეყანაში ახალი მთავრობის ფორმირებამდე ასეთი შეშფოთება ომის შემდგომ პერიოდშიც კი არ არსებობდა.

ანტიაზერბაიჯანული კამპანია ირანს სასიკეთოს არაფერს მოუტანს. ცნობილია, რომ ასეთი უსაფუძვლო ბრალდებების მიზეზი არის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ირანის სატვირთო მანქანების უკანონო შესვლის აღკვეთა, ასევე აზერბაიჯანის ტერიტორიების დეოკუპაცია.

ჩვენ ვურჩევთ მათ, ვისაც სურს, მოძებნოს ტერორისტები, მიმოიხედონ ირგვლივ. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასული წლის ოქტომბერში მიაწოდა ქვეყანაში დიპლომატიურ კორპუსს, მათ შორის ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს, კონკრეტული ფაქტები ქვეყნის მაშინდელ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ბრძოლებში სომეხი დაქირავებული მებრძოლების მონაწილეობის შესახებ",
- განაცხადა აბდულაევამ.

წყარო: report.ge
Print