როცა ადამიანი შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს - ღარიბაშვილი სააკაშვილზე
„როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის შეიმშილობაზე. შეკითხვას, თუ საინდან მიიღო ინფორმაცია სააკაშვილის რაციონის შესახებ მან ასე უპასუხა:

„შესაბამისმა სამსახურმა ამის თაობაზე ინფორმაციაც გაავრცელა, მან პირადად იყიდა საკუთარუ საკრედიტო ბარათით, გეცინებათ თქვენც, 7 კოლოფი თაფლი და ნახევარი კილოგრამი მიიღო. ამიტომ შეეშვით ტყუილებს და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას“,
– თქვა ღარიბაშვილმა

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები მეორე ტურამდე „ტემპერატურის აწევას“ ემსახურება.

„შესაბამისმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე მის მდგომარეობას აკვირდებიან. ძალიან კვალიფიციური ექიმები აკონტროლებენ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,
– განაცხადა ღარიბაშვილმა.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები