2021 წელს, 7 ოქტომბრის მონაცემებით, მარნეულში კორონავირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა

მარნეულის მუნიციპალიტეტში 2021 წელს, 7 ოქტომბირს მონაცემებით, კორონავირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა.

სიკვდილიანობის სტატისტიკას ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვა აწარმოებს. ცენტრის ხელმძღვანელი, ეთერ ლაფერაძე ადასტურებს, რომ გარდაცვალების შემთხვევებმა კორონავირუსის პერიოდში მოიმატა. მაგალითად, გასულ წელს, 49 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული რიცხვები ზუსტ მონაცემს არ ასახავს, ვინაიდან, კლინიკაში სიკვდილიანობის შემთხვევები მათ აღრიცხული არ აქვთ. შეიძლოა ვივარაუდოთ, რომ მარნეულში ლეტალობის გაცილებით მეტი შემთხვევა იყო, ვიდრე ეს ოფიციალური მონაცემებით ჩანს.

,,2020 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა არის 49, დატვირთვა მოდიოდა შემოდგომით, ოქტომბერი-ნოემბრი-დეკემბრის თვეებში. მაშინ, როდესაც მასიურად იყო ინფექცია გავრცელებული. 2021 წლიდან დღემდე არის 16 გარდაცვლილი, მონაცაემები გვაქვს მხოლოდ იმ გარდაცვლილ პაციენტებზე, რომლებიც დადასტურების შემთხვევაში აგვყავს აღრიცხვაზე“,- გვითხრა ლაფერაძემ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, გარდაიცვალა. ქვეყანაში სიკვდილიანობის ზრდის მთავარი ფაქტორი COVID-19-ის პანდემია იყო. 2020 წელს საქართველოში სიკვდილიანობა 8.3%-ით გაიზარდა, მატება შეეხო ქვეყნის ყველა რეგიონს. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში 50,537 ადამიანი.

ქვემო ქართლში 2020 წელს გარდაცვალების 4 892 შემთხვევა ფიქსირდება. სიკვდილიანობის მატება 2019 წელთან შედარებით 520-ია

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები