ცნობილი დიზაინერი სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას შეუერთდა
Balenciaga -ს კრეატიული დირექტორი, დიზაინერი დემნა გვასალია შეუერთდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ის ამჟამად საპატიმროში შიმშილობს, თავს უკანონო პატიმარდ მიიჩნევს და გათავისუფლებას ითხოვს.

ინტერნეტში შეიქმნა პეტიცია, რომელსაც ამ დროისთვის 10 000-ზე მეტი ადამიანი უჭერს მხარს. მოთხოვნა სააკაშვილის გათავისუფლებაა. პეტიციას შეუერთდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის 2 მღვდელმთავარი, ასევე, მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში ზურაბ დათუნაშვილი და სხვები.

სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარმიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას შეუერთდა დემნა გვასალია. გვარამიამ ფეისბუკზე გვასალიას ხელნაწერი გამოაქვეყნა – Free Misha (თავისუფლება მიშას). ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს შეტყობინება ნამდვილად გვასალიას ეკუთვნის, ნეტგაზეთს სხვა წყაროსგანაც აქვს.

წყარო: ნეტგაზეთი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები