Balenciaga -ს კრეატიული დირექტორი, დიზაინერი დემნა
გვასალია შეუერთდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ის
ამჟამად საპატიმროში შიმშილობს, თავს უკანონო პატიმარდ მიიჩნევს და
გათავისუფლებას ითხოვს.
ინტერნეტში შეიქმნა პეტიცია, რომელსაც ამ დროისთვის 10 000-ზე მეტი
ადამიანი უჭერს მხარს. მოთხოვნა სააკაშვილის გათავისუფლებაა. პეტიციას
შეუერთდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის 2 მღვდელმთავარი, ასევე, მსოფლიო
ჩემპიონი ჭიდაობაში ზურაბ დათუნაშვილი და სხვები.
სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარმიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ
სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას შეუერთდა დემნა გვასალია.
გვარამიამ ფეისბუკზე გვასალიას ხელნაწერი გამოაქვეყნა – Free Misha
(თავისუფლება მიშას). ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს შეტყობინება
ნამდვილად გვასალიას ეკუთვნის, ნეტგაზეთს სხვა წყაროსგანაც აქვს.
წყარო:
ნეტგაზეთი