წერაქვის ადმინისტრაციულ შენობას და ხიხანის ამბულატორიას 115 479 ლარად შეაკეთებენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობირივი თვითმმართველობა სოფელ ხიხანში ამბულაორიის და სოფელ წერაქვში ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციას გეგმავს.

მარნეულის მერიამ ხიხანის ამბულატორიისა და წერაქვის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციისათვის 115 479 ლარის ღირებულების ტენდერი დღეს, 12 ოქტომბერს, გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, წერაქვის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციის ღირებულება 84 378 ლარს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო ხიხანის ამბულატორიის რეაბილიტაცია 31 101 ლარის ფარგლებში უნდა მოხდეს.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 კალენდარულ დღეში უნდა შეასრულოს. ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 22-დან 25 ოქტომბრამდე პერიოდში შეეძლებათ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები