დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 15 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 1 899 938 აცრა.

ქვეყანაში სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 007 399 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.5 %.

სრულად ვაქცინირებულია 892 410 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.2%. 14 ოქტომბერს აიცრა 3 843 ადამიანი.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 270 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გარდაიცვალა 26 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 1 298 ადამიანი.

წყარო: report.ge
Print