"სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ელჩთან ვისაუბრეთ" - პოლონეთის საგარეო უწყება
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩთან პოლონეთში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, პოლონეთში საქართველოს ელჩთან დისკუსია შედგა. გამჭვირვალობა, კანონის უზენაესობის დაცვა და პოლიტიკური ქმედებებისგან თავის შეკავება არის მნიშვნელოვანი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მისაღწევად", – ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს "ტვიტერის" გვერდზე.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.. მიხეილ სააკაშვილი ციხეში შიმშილობს.

წყარო: report.ge
Print