საქართველოში საარსებო მინიმუმი შემცირდა
2021 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 4,8 ლარით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 216.3 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა 2021 წლის აგვისტოში ეს მაჩვენებელი 221.1 ლარი იყო.

2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, ივლისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 37.1 ლარით არის გაზრდილი. შარშან სექტემბერში საარსებო მინიმუმი 184 ლარს შეადგენდა.

ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით, 4.2 ლარით შემცირდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და 195.8 ლარის ნაცვლად 191.6 ლარი გახდა. რაც შეეხება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდს, შარშან სექტემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 162.9 ლარს შეადგენდა.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები