შს მინისტრის მოადგილე - თუ გიგი უგულავამ დაარღვია კარანტინის წესები, დაჯარიმდება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოდგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შესაძლოა, გიგი უგულავა დაჯარიმდეს.

"რაც შეეხება გიგი უგულავას, თუ მან დაარღვია კარანტინის წესები, თავისუფლად დაჯარიმდება ამისთვის,"- განაცხადა დარახველიძემ.

ცნობისათვის, გიგი უგულავას, რომელიც გუშინ აქციაზე იმყოფებოდა, დაახლოებით ერთი კვირის წინ კოვიდი დაუდასტურდა. გიგი უგულავას განცხადებით, აქციაზე გასვლამდე მან ტესტი ჩაიტარა, რომელმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა, ხოლო აქციაზე მისვლა ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია