GIPA Media Lab-ი ქვემო ქართლში ტრენინგების მე-4 სეიას იწყებს
მონაწილეები შეისწავლიან ფოტოჟურნალისტიკას, სოციალურ მედიას, ასევე იმუშავებენ მულტიმედია პროექტებსა და დოკუმენტურ ფილმებზე. ტრენინგებს გაუძღვებიან საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA)-ს ლექტორები.

ტრენინგები ერთი წლის განმვლობაში გრძელდება. წლის ბოლოს საუკეთესო ნამუშევრების ავტორები შესაბამისი პრიზებით დაჯილდოვდებიან, მათ შორისაა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დაფინანსება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA).

ტრენინგებში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდებს - სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს - ქვემო ქართლის რეგიონიდან.

აპლიკაციის შევსების ბოლო თარიღია 20 ოქტომბერი, 18:00. მონაწილეობის მსურველები შერჩევამდე გაივლიან გასაუბრებას.
აპლიკაცია ქვემო ქართლის რეგიონის ახალგაზრდებისთვის:

https://gipamedialab.wufoo.com/forms/qw8ryir1btqveu/?fbclid=IwAR1DuA-tSThj_3BDI3AT-HjzqW2iPrHCSR6rHj4vJZBfXGIgkSbzxCpw7Bo


„ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ ბენეფიციარები “Gipa Media Lab”-ის პროექტის გამარჯვებულები გახდნენ

“Gipa Media Lab”-ის პროექტში ქვემო სარალელმა ახალგაზრდებმა გაიმარჯვეს


სამმა მარნეულელმა GIPA-ს უნივერსიტეტში უფასო სწავლება მოიპოვა (+ვიდეო)


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია