სომხეთმა შესაძლოა აზერბაიჯანს ნახიჩევანისკენ გზის გახსნის საშუალება მისცეს
სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა დსთ-ის სამიტზე პარტნიორებს განუცხადა, რომ მუშაობა მიმდინარეობს სამმხრივი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ყველა ტიპის სატრასპორტო კომუნიკაციის გასახსნელად.

ნიკოლ ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს დროში კონკრეტული შედეგებიც იქნება მიღწეული – სომხეთი საავტომობილო და რკინიზგით დაუკავშირდება რუსეთს, სარკინიგზო გზით – ირანს, აზერბაიჯანს კი საშუალება ექნება, სომხეთის ტერიტორიის გავლით ნახიჩევანთან სარკინიგზო მიმოსვლა ჰქონდეს.

ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა აზერბაიჯანის სახელმწიფოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ერთეულია, რომელიც ქვეყნის დანარჩენი ტერიტორიისგან იზოლირებულია და მდებარეობს სომხეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

სახმელეთო გზით აზერბაიჯანისა და ნახჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის დაკავშირება ამ დრომდე სხვა ქვეყნების საშუალებით ხდებოდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია