მორალურად კარგადაა, უჭირს სიარული, აქვს სისუსტე და უფერულობა – ექიმი სააკაშვილზე
მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისთვის, შესაძლოა უფრო ადრე გახდეს კონსილიუმის დანიშვნა საჭირო, ვიდრე სამშაბათია, როგორც ეს აქამდე იყო დაგეგმილი.

მისივე თქმით, სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია ჯერ საჭირო არ არის.

„ჩემი რჩევა და რეკომენდაციაა, რომ ეს კონსილიუმი შედგეს უფრო ადრე, ვიდრე სამშაბათს. ექიმებმა უნდა თქვან რა [უნდა] გავაკეთოთ შემდეგ.

მორალურად ძალიან კარგად არის, მაგრამ უჭირს სიარული. აქვს სისუსტე და უფერულობა, როდესაც ადამიანი სუსტად გრძნობს თავს და გრიპი გადახდა… ასეთი სიტუაციაა. ჰოსპიტალიზაცია ამ წუთში საჭირო არ არის, მაგრამ ვნახოთ. წინა შეხვედრასთან შედარებით უფრო სუსტია.

კონსილიუმთან დაკავშირებით სახლში წასვლის შემდეგ დავურეკავ ციხის ექიმს და შემდეგ მათ უნდა გადაწყვიტონ, როდის ჩანიშნავენ”,
– აღნიშნა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ექიმთა კონსილიუმი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაკვირვებისთვის შეიქმნა.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობა აქვს გამოცხადებული.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია