საქართველოს NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ეწვევა
19-20 ოქტომბერს საქართველოს NATO-ს გენერალური მდივნის ახლად დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა ეწვევა.

ეს იენს სტოლტენბერგის სპეცწარმომადგენლის რანგში საქართველოში ხავიერ კოლომინას პირველი ვიზიტი იქნება.

„შევხვდით NATO-ს გენერალური მდივნის ახალ წარმომადგენელს. ის ორშაბათს ეწვევა საქართველოს პირველი ვიზიტით და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, რადგან ხავიერ კოლომინა ამ რანგში პირველად ეწვევა საქართველოს. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა, განვიხილოთ მასთან ერთად, რა არის ჩვენი ხედვები NATO-სთან ურთიერთობაში, როგორ ვხედავთ საქართველოს მომავალს ინტეგრაციის გზაზე“, - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები