ჩემთვის ეს 22 ლარიანი პენსია დამამცირებელია - რას ფიქრობენ ვეტერანები დანამატის გაზრდის დაპირებაზე
2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეები, დავით ქიმაძე და გურამ ბარბაქაძე, ამბობენ, რომ ომში ყველა ჯარისკაცი გმირია. წლების წინ მეომრებმა დიდი ფსიქოლოგიური სტრესი გადაიტანეს, მათი თქმით, თუ საჭირო გახდება ქვეყნის დასაცავად იგივეს გააკეთებენ. ქიმაძე ყვება, რომ ჯარისკაცს ცხოვრების ბოლომდე მიჰყვება ომის განცდები და ის ტკივილი რაც იქ იყო, მაგრამ ამბობს, რომ ვეტერანებს რომლებიც ომიდან ცოცხლები დაბრუნდნენ დაფასება არ აქვთ, სახელწიფო მხოლოდ მათ ოჯახებს სცემს პატივს, ვინც ომიდან ცოცხლები ვერ დაბრუნდნენ. გურამ ბარბაქაძე გვიყვება, რომ ომის ვეტერანებისთვის სახელწიფოს მიერ 22 ლარიანი დანამატი მისთვის დამაცირეელია და ამ თანხის აღების სურვილი ამ დრომდე არ ქონია, რადგან ომში ჯარისკაცი ქვეყნისთვის გაცილებით მეტს აკეთებს ვიდრე 22 ლარია და რაც მთავარია სახელმწიფოსგან ისინი, პატივისცემას ვერასდროს ვერ გრძნობენ.

‘’ჩვენს სახელწიფოში ჯარისკაცი ომში ან უნდა მოკვდეს ან ფიზიკური ტრამვა უნდა მიიღოს, მხოლოდ ისაა გმირი და დაფასებული. ის კი არა, ვინც ომის წინა ხაზიდან ცოცხალი დაბრუნდება, რომელსაც მეგობრები თვალწინ ეხოცება და უსახიჩრდება, ჩვენ იმ დამიანებისგან გვყოფს სახელმწიფო ვინც იბრძოდა და ვერ დაბრუნდა ცოცხალი, თითქოს ჩვენ არც არაფერი გაგვიკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის, ყველა მეომარი არის გმირი. ომის შემდეგ მე ჩემი ჯანმრთელობა დავკარგე ფსიქოლოგიურად განადგურებული ვიყავი და ახლაც ასეა, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში წყალსაც ვერ ვსვამდი და საჭმელს ვერ ვჭამდი. მახსენდებოდა როგორ იღუპებოდნენ და სახიჩრდებოდნენ ჩემი მეგობრები და ჩემი თანამებრძოლები. ახლა სახელწიფო მხოლოდ 22 ლარით გვაფასებს, ჩვენთვის არც არანაირი სამედიცინო შეღავათები არ არის“. - ამბობს ქიმაძე

გურამ ბარბაქაძის თქმით საქართველოში, მეომრებს მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ აფასებენ.

,,საქართველოში ომის ვეტერანებს სამწუხაროდ პატივს არ სცემენ, მეომრებს მარტო გარდაცვალების მერე აფასებენ ამ ქვეყანაში და შესაბამისად მაშინაც კი არა. ჩემთვის ეს 22 ლარიანი პენსია დამამცირებელია, ასე ბევრი ვეტერანი ფიქრობს. ზოგიერთ ჯარისკაცს სამსახურიც არაქვს, არც არანაირი შემოსავალი, ასეთ შემთხვევაში ეს 22 ლარიანი დანამატი ყოველ თვე ცოტას წაეშველება არსებობაში. ქვეყნის დასაცავად ჯარისკაცი სიკვდილზე მიდის და მას დაფასება სჭიდება“. - ამბობს ბარბაქაძე

17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იანვრიდან ვეტერანთა ყოველთვიური დანამატი, 22 ლარი, 5-ჯერ გაიზრდება.

დავით ქიმაძის თქმით წლების წინ დანიშნული 22 ლარი იმდენივეს ნიშნავს, რაც დღეს 5-ჯერ გაზრდილი იქნება, რადგან ქვეყანაში ყველაფერი გაძვირებულია განსაკუთრებით სამედიცინო კუთხით.

,,მე ვიღებ ამ 22 ლარს მაგრამ, 5-ჯერ გაზრდის შემთხვევაში ეს თანხა წლების წინ რასაც ნიშნავდა თითქმის იგივე რჩება ახლაც, რადგან ყველაფერი გაძვირებულია. ვეტერანებს არ აქვთ არანაირი პატივისცემა, ფაქტიურად თვალებში ნაცარს გვაყრიან. ჩვენს ქვეყანაში 22 ლარიანი დანამატი კიარა ომის ვეტერანებისთვის სამედიცინო შეღავათებიც კი არ არის“. - განაცხადა ქიმაძემ

მარნეულის სოციალურ სამსახურში ჯერჯერობით კომენტარისგან თავს იკავებენ, რადგან საკითხი იდეის დონეზეა და კანონმდებლობაში ცვილება შეტანილი არაა.

,,პრემიერ მინისტრმა გააჟღერა მაგრამ კანონმდებლობის დონეზე არაფერი არის ჯერ, უნდა გამოვიდეს დადგენილება, ან ცვლილება უნდა შევიდეს ძალაში. მერე ჯანდაცვის სამინსტრო უშუალოდ გვაძლევს მითითებას, მანამდე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, იდეის დონეზეა ჯერ და ამ შემთხვევაში კომენტარის გაკეთება არასწორი იქნება. ეს 22 ლარი კომუნალურებისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ პიროვნებას ერიცხებოდა ჩვეულებრივად თავის ანგარიშზე პენიის სახით, იდეაში ეს არის იმ 22 ლარის გახუთმაგება - სადღაც 120 ლრამდე უნდა ავიდეს, მაგრამ სუფთად უნდა გაიწეროს.“. - გვითხრეს მარნეულის სოციალურ სამსახურში

საქართველოში ვეტერანთა დღე 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები