დადასტურდა აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიძლიერე - ლოიდ ოსტინი
მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს და ჯუანშერ ბურჭულაძეს გუშინდელი შეხვედრებისთვის, სადაც უსაფრთხოების საერთო პრობლემატიკა განვიხილეთ და აშშ – საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიძლიერის დადასტურება მოხდა- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

“ვაჯამებ ძალიან კარგ ვიზიტს თბილისში და გუშინდელი შეხვედრებისთვის მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ- მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, რომლებთანაც განვიხილეთ უსაფრთხოების საერთო პრობლემატიკა და მოხდა აშშ – საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიძლიერის დადასტურება”,-
წერს ლოიდ ოსტინი.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები