დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან
გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით
ქვეყანაში სტუდენტების მხოლოდ 28 პროცენტია აცრილი.
„მინდა, მივმართო ჩვენს სტუდენტობას, განსაკუთრებით, იმ სტუდენტებს,
რომლებიც სამედიცინო ფაკულტეტებზე სწავლობენ – არ შეიძლება, მომავალი
ექიმი, სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი აცრილი არ იყოს. თუ სამედიცინო
ფაკულტეტის სტუდენტი აცრილი არ არის, ის კლინიკაში პაციენტთან ვერ
უნდა შედიოდეს. იმიტომ, რომ ის პაციენტისთვის უსაფრთხო უნდა
იყოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.