შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის [NAEC] ინფორმაციით, 2022
წლიდან მესამე სავალდებულო საგანზე არჩევანი იზრდება.
აქამდე არსებული სისტემით, აბიტურიენტები სამ სავალდებულო საგანს
აბარებდნენ: ქართულ ენას, უცხო ენასა და მათემატიკას, ან ისტორიას.
მეოთხედ კი ირჩევდნენ იმ საგანს, რომელსაც ესა თუ ის ფაკულტეტი
ითხოვდა, მაგალითად, ბიოლოგია/ქიმია სამედიცინო უნივერსიტეტის
მიმართულებებისთვის და ა.შ.
„2022 წლიდან აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, სასურველ
საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად აირჩიონ
კონკრეტული პროგრამისთვის განსაზღვრული რელევანტური საგანი, რაც
აბიტურიენტებს არჩევანის შესაძლებლობას გაუზრდის. მესამე
სავალდებულო-არჩევით საგანს, მათემატიკას ან/და ისტორიას, დაემატება
საგნები: ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სახვითი და
გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება,“ — აცხადებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.