ეს ავადობის რაოდენობას ძალიან გაზრდის - რა საფრთხეზე საუბრობს ლევან რატიანი
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი ამბობს, რომ თუ კორონავირუსის გავრცელების არსებული ტემპი შენარჩუნდა, კლინიკებში უახლოეს პერიოდში არც ერთი თავისუფალი საწოლი აღარ იქნება.

რატიანი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს, მისი თქმით, უამრავი სიცოცხლის გადარჩენა მხოლოდ მასობრივი იმუნიზაციით იქნება შესაძლებელი.

"ჩვენ კლინიკაზე მინდა გითხრათ, რომ ბოლო 12 დღეა არც ერთი თავისუფალი ადგილი კლინიკას არ გააჩნია. ეს ცუდი ინდიკატორია.

როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, ეს არის მე-5 ტალღის დასაწყისი და რაც წინა პერიოდში მახსოვს და გადავხედე, ასეთი მაღალი ციფრით არც ერთი ტალღა არ დაწყებულა. ანუ, თუ ეს ტალღის დასაწყისია, როგორც ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, წარმოიდგინეთ რა იქნება პიკის ფაზაში.

თან მეორე მომენტია, უკვე იწყება სეზონური, ზედა სასუნთქი გზების ინფექციების გავრცელება. ეს ნიშნავს, რომ ორი ინფექციის გავრცელება შეიძლება მოხდეს პოპულაციაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს ავადობის რაოდენობას ძალიან გაზრდის, ვინაიდან, შესაძლებელია, რომ ამ ორივე ვირუსით დაინფიცირდეს ადამიანი, ან იყოს ერთი როდესაც არის სეზონური გრიპი და ამ დროს იმუნური სისტემა იწყებს დაქვეითებას ამ ვირუსთან ბრძოლაში და მას, თუ ამის შემდგომ დაემატა ახალი კორონავირუსით ინფიცირება, ის უფრო დაამძიმებს ადამიანების მდგომარეობას," -
განაცხადა ლევან რატიანმა. 

წყარო: report.ge
Print