თბილისში, კახეითის გზატკეცილზე თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა
მელიას საარჩევნო ბანერი დააზიანეს.
როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში
განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კდოექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას
გულისხმობს.
ნიკა მელაის დაზიანებული ბანერი, ფოტო: TV პირველი
თბილისის მერის არჩევნების მეორე ტური, რომელშიც ერთმანეთს კახა
კალაძე და ნიკა მელია დაუპირისპირდებიან, 30 ოქტომბერს
გაიმართება.